ჩემს შესახებ
გამარჯობა! მე ვარ ანდრეი ნოსენკო თბილისიდან - წყალქვეშა მღვიმეების მკვლევარი, ქეივ დაივინგის ინსტრუქტორი, სპელეოლოგი და მეცნიერ-თანამშრომელი.
დაივინგით აქტიურად ვარ დაკავებული 2019 წლიდან, ხოლო 2021 წლიდან - პროფესიულ დონეზე. 2020 წელს დავიწყე სიფონური დაივინგი (sump diving), რის შემდეგაც მალევე გადავედი ქეივ დაივინგზე (მღვიმურ დაივინგზე). ვარ S7 რებრიზერის (rebreather) ინსტრუქტორი და ოფიციალური დილერი, Flex2 რებრიზერის მომხმარებელი და დაივინგის აღჭურვილობის სერტიფიცირებული სერვის-ტექნიკოსი.
აქტიურად ვმუშაობ გამოქვაბულების კვლევაზე - საქართველოში ჩატარებული მაქვს არაერთი საძიებო ჩაყვინთვა როგორც სიფონებში, ისე მთლიანად წყლით დაფარულ მღვიმეებში. ყველაზე მეტად ახალი ვერტიკალური მღვიმეების, წყაროებისა და ვოკლუზების (კარსტული წყაროების) აღმოჩენა და მათი კარტოგრაფირება მიყვარს.
ვარ ქეივ დაივინგისა და საიდმაუნტ (sidemount) რებრიზერის ერთადერთი ინსტრუქტორი საქართველოში და პირველი ამ რეგიონში, ვინც Side Mount CCR სერტიფიკაცია მოიპოვა.
ინსტრუქტორის კვალიფიკაცია:S7 CCR InstructorMaster Diver InstructorTechnical InstructorCave InstructorMultistage Side Mount InstructorFirst Aid Response Instructor (პირველადი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქტორი)Oxygen Provider Instructor (ჟანგბადით გადაუდებელი უზრუნველყოფის ინსტრუქტორი)Service Technician Instructor (აღჭურვილობის სერვის-ტექნიკოსების ინსტრუქტორი)Side Mount InstructorDry Suit Instructor (მშრალი ჰიდროკოსტიუმის ინსტრუქტორი)Deep InstructorRescue InstructorPerfect Trim & Buoyancy Instructor Nitrox InstructorNavigation InstructorNight Instructor
დაივინგის კვალიფიკაცია:CCR Expedition Cave diver (S7 mCCR, Flex2 eCCR)Technical Cave diverMultistage Side Mount diver
საცხოვრებელი და დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისიენები: ქართული, ინგლისური, რუსულიგანათლება: კომპიუტერული ინჟინერიის ხარისხი
Follow us
გამოიწერეთთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში და თვალი ადევნეთ სიახლეებს!
© Created by Andrei Nosenko
#scubadiving #cavediving #cavexploration #caveexploration #cavedivinggeoria #cavedivingge #tekdiverccr #ccr #ccrdiving #s7ccr #FXccr #Flex2ccr #PADI #IANTD #IDF #internationaldivingfederation #TDI #divemaster #openwater #advancedopenwater #sidemount #technicaldiving #drysuit #scuba #diving #georgia #tbilisiscuba #sakartvelo #tbilisi #kutaisi #senaki #batumi #sarpi #kobuleti #racha #imereti
All rights Reserved